უკან
არქივი
მსოფლიო
1 სექტემბერი, 2018 13:20
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა აცნობა რუსეთის პატრიარქ კირილეს, რომ მან უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ამის შესახებ ბერძნულენოვანი გამოცემა Oრტჰოდოხია.ინფო იუწყება.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ასევე განუცხადა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას, რომ ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე მიმდინარეობს.
გამოცემის ცნობით, ამასთან დაკავშირებით განცხადებები რუსული ეკლესიის მხრიდან ჯერ არ ყოფილა.