უახლესი ამბები
- 28.03.2023 12:14ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან
- 28.03.2023 11:522023 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი, შემცირდა - ეროვნული ბანკი
- 28.03.2023 11:45თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში გაწევრიანდა
- 28.03.2023 11:28საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა
- 28.03.2023 11:22სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი
სამართალი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის, ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.
პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებული სხვა თანამზრახველებთან ერთად თვლიდა, რომ დაზარალებული ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, რის გამოც, 2014 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ლამბალოში, მათ დაზარალებული ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც მსხვერპლის მიმართ ხორციელდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
„აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დაზარალებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ.
ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რომელმაც 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ბრალდებულის ოთხ თანამზრახველს, მათ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 9 იანვარს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა
28 მარტი, 2023 , 11:28
სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
28 მარტი, 2023 , 11:22

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს
27 მარტი, 2023 , 13:46

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა - იუსტიციის სამინისტრო
23 მარტი, 2023 , 16:54
ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო, ცეცხლის ხაზი გახსნეს - მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი
23 მარტი, 2023 , 12:34

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
23 მარტი, 2023 , 11:31