უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 მარტი, 2017 16:15
font-size

ნაფიცმა მსაჯულებმა სამი პირის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნეს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული აზადა ომაროვა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მეორე ნაწილის „ბ“ „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. - აცნობეს “მედიანიუსს“ მთავარი პროკურატურიდან.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში, საქართველოს მოქალაქეებმა - აზადა ომაროვამ, ელნურ ანტესოვმა და ვუგარ გულიევმა სამი ადამიანის, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობა ჩაიდინეს.

ღნიშნულმა პირებმა მძინარე მდგომარეობაში მყოფი ელნაზ შარიფოვა გაგუდეს, ხოლო ასევე მძინარე მდგომარეობაში მყოფ ამ უკანასკნელის დას ემა შარიფოვას და მის შვილიშვილს სახიბ გასანოვს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შემდეგაც ორივეს ყელი გამოჭრეს.

სამართალდამცველებმა აზადა ომაროვა, ელნურ ანტესოვი და ვუგარ გულიევი 2016 წლის 8 ივლისს ქ. მარნეულში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მეორე ნაწილის „ბ“ „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აზადა ომაროვას სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე გაიმართა, ვინაიდან მან და მისმა ადვოკატმა სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აზადა ომაროვას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აზადა ომაროვას თანამზრახველებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ვინაიდან უარი განაცხადეს მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა, ელნურ ანტესოვისა და ვუგარ გულიევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ამჟამად იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად იხილება.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი