უკან

სამართალი

30 ივლისი, 2018 17:40
font-size

ნარკოდანაშაულში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულებს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში ბრალდებულები ა.ბ. და მ.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ა.ბ.-მ და მ.პ.-მ წინასწარი შეთანხმებით, გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1.1181 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც 14 ცალად დაფასოებულ, დიდი ოდენობით 0,2563 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა ა.ბ., 6 ცალად დაფასოებულ 0,1062 გრ.-ს მ.პ., ხოლო 43 ცალად დაფასოებულ 0.6526 გრ. „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას ა.ბ. და მ.პ. ქ. თბილისში, სოფელ ფონიჭალაში მდებარე დამხმარე ნაგებობაში ინახავდნენ. აღნიშნულმა პირებმა ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი 0.035 გრ., 0.038 გრ. და 0.03 გრ. „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 2018 წლის 24 იანვარს 100-100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 3 თანამშრომელზე, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას საკონტროლო შესყიდვას ახორციელებდნენ.

სამართალდამცველებმა ა.ბ. და მ.პ. 2018 წლის 24 იანვარს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მათი პირადი და დამხმარე ნაგებობის, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მითითებული ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო საკონტროლო შესყიდვის შემდეგ ნარკოტიკული ნივთიერება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 3 თანამშრომლისგან იქნა ამოღებული.

ა.ბ.-ს და მ.პ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა) და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ბ. და მ.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საკვანძო სიტყვები:

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი