უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 მაისი, 2019 16:45
font-size

ნინო ნიჟარაძე „რუსთავი 2-ს“ დავის გადაჭრის ალტერნატიულ გზას სთავაზობს - ადვოკატი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ხვალ, 15:00 საათზე პარტნიორთა კრება გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კრებაზე განსახილველი საკითხები პარტნიორებს შორის არსებული დავის ალტერნატიული გზებით გადაჭრის შესაძლებლობების გამონახვას შეეხება. საუბარია დავაზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის პარტნიორებს შორის მიმდინარეობს. დავის ინიციატორი ტელეკომპანიის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძეა, რომელსაც სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი პარტნიორები და „რუსთავი 2“-ის დირექტორი არ ენდობიან სასამართლო სისტემას, მათ სთავაზობს დავა არბიტრაჟის ან აუდიტორული კომპანიის საშუალებით გადაწყდეს.

„ნიჟარაძისთვის არ არის მნიშვნელოვანი და თვითმიზანი ის, რომ სასარჩელო წარმოებით მიაღწიოს გარკვეულ შედეგებს, როგორც პარტნიორმა. მის მიზანს წარმოადგენს, მიიღოს სათანადო ინფორმაცია, რომელიც „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებისგან და მისი ხელმძღვანელი პირისგან, დირექტორისგან უნდა მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასოს და მიიღოს გადაწყვეტილებები მომავალი მოქმედებების თაობაზე.

ჩვენ პარტნიორთა კრებაზე, განსახილველ საკითხებს შორის შევთავაზეთ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხის გადაჭრა. ჩვენ ვთავაზობთ „რუსთავი 2“-ის დირექტორს კიდევ უფრო მარტივ გზას და ეს გახლავთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის გადაცემა მსოფლიოში წამყვანი აუდიტორული კომპანიებისთვის.

წინასწარ ვაცხადებთ, რომ მხარეთა შეთანხმებით თუკი იქნება არჩეული ასეთი აუდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით იმ შედეგებს, რომელსაც ეს აუდიტორული კომპანია დადებს „რუსთავი 2“-ში მიმდინარე ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით.

აუდიტორული კომპანიის დასკვნა იქნება სახელმძღვანელო ჩემი მარწმუნებლისთვის თავის პოზიციაში. თუ აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადგინდება, რომ თანხები, რომელსაც ჩვენ ვედავებით კომპანიის პარტნიორებს და დირექტორს, კომპანიის სასარგებლოდ არ არის გაფლანგული, ან რაიმე სხვა ფორმით დაკარგული კომპანიისთვის, თავისთავად ცხადია, რომ ნიჟარაძე ასეთ შემთხვევაში სარჩელს გაიხმობს სასამართლოდან. თუ სხვა პოზიცია დადგინდება, დასკვნიდან გამომდინარე, შევთანხმდებით სასამართლოთი გაგრძელდეს ეს დავა, თუ არბიტრაჟის მეშვეობით“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

ამასთან ადვოკატის თქმით, ნინო ნიჟარაძის სასარჩელო მოთხოვნა, 28 მილიონთან დაკავშირებით, იგივეა.

„მოთხოვნები იგივე რჩება. მოთხოვნების ცვლილება, თანხის გაზრდის თუ შემცირებასთან დაკავშირებით დამოკიდებულია იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც გამოთხოვილი გვაქვს „რუსთავი 2“-დან. ამ ინფორმაციას შეუძლია მოახდინოს გავლენა სასარჩელო მოთხოვნებზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ხვალინდელი კრების ინიციატორი ნინო ნიჟარაძეა. მათი სურვილია, კრებას „რუსთავი 2-ის“ გარდა, სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებიც დაესწრონ, რათა არ მოხდეს ამბის ერთი პოზიციიდან გაშუქება.

1TV.GE

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი