უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
კონფლიქტის ზონა
2 სექტემბერი, 2020 14:35
ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ სოფელ ყარაფილასთან, სადაც ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. ამის შესახებ "მთავარი არხი" იტყობინება.
ოკუპანტებმა ხნულების გავლების პროცესი გუშინ, 1 სექტემბერს, ცენტრალური მაგისტრალიდან 300 მეტრში დაიწყეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენიც, რომლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევის საფრთხე კიდევ უფრო იზრდება.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა. უწყებაში განმარტავენ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.