უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
არქივი
კონფლიქტის ზონა
31 იანვარი, 2018 12:50
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სკოლებში ისტორიის ახალი სახელმძღვანელო შეაქვთ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებს დაარიგებენ, – ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.
რობერტ გაგლოითის თქმით, სახელმძღვანელო 2008 წლის ჩათვლით რეგიონის ისტორიას მოიცავს და მის შექმნაზე მკვლევართა ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის მურატ ჯიოევი, ირინა გაგლოევი და კონსტანტინე პუხაევი.
,,სახელმძღვანელოს გამოცემა აქ, რესპუბლიკაში მოხდება და მისი ტირაჟი 500-ს გადააჭარბებს,“ – ამბობს გაგლოითი.
ნინო ექვთიმიშვილი