უკან

პოლიტიკა

18 ოქტომბერი, 2018 11:55
font-size

„ომეგა ჯგუფში“ გაერთიანებული რომელიმე კომპანიის აღიარებული დავალიანება არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც ზეწოლა „იბერიაზე“ - ბიზნესომბუდსმენი

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დავალიანება არ უნდა იყოს განხილული ტელეკომპანიაზე ზეწოლად.

„ერთი კომპანიის მაგალითზე, რომელსაც დეკლარირებული აქვს საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც გამოყენებულია პოლიტიკური დისკუსიის თემად – თქმა იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს ზეწოლა ბიზნესზე ან თავისუფალ მედიაზე, შეუძლებელია და არაკორექტულია. „ომეგა ჯგუფში“ გაერთიანებული რომელიმე კომპანიის აღიარებული დავალიანება არ შეიძლება დაკავშირებული იქნეს ამავე ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიების მოქმედებებთან და არ შეიძლება ეს განხილული იყოს, როგორც ზეწოლა ბიზნესჯგუფში შემავალ ტელეკომპანიაზე. „ომეგა ჯგუფში“ შედის სხვა კომპანიებიც, რომლებიც აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, „ომეგა ჯგუფის“ საკითხი გასცდა ბიზნესპროცესების ჩარჩოს და იქცა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად.

„იმ კომპეტენციიდან გამომდინარე, რომელიც გააჩნია ბიზნესომბუდსმენის აპარატს, ჩვენ გვქონდა საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა კომპანიასთან, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი. „ომეგა ჯგუფი“ აერთიანებს რამდენიმე ბიზნესმიმართულებას. სიგარეტის მწარმოებელ საწარმოს სახელმწიფოს წინაშე დღეს აქვს 50 მლნ. ლარზე მეტი მოცულობის დეკლარირებული დავალიანება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კომპანიის დახმარების ძალიან ბევრი მცდელობა იყო. რეკომენდაციაც მოვამზადეთ, რომ „ომეგა ჯგუფთან“ მიმართებაში განხილულიყო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, თუმცა იმის ნაცვლად, რომ საკითხი საქმიან ჭრილში განხილულიყო, პოლიტიკური დისკუსიის საგნად იქცა“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

„ხელისუფლებამ დახურა იბერია“, - მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იბერიამ“ დახურვის შესახებ განაცხადა, ეთერში საპროტეტსო წარწერა გადის. ამას წინ უძღოდა არხის მფლობელების - დეპუტატ ნატო ჩხეიძისა და ბიზმესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებები, რომ მთავრობა „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანასური პრობლემების შექმნით ცდილობს ტელევიზიის დახურვას.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი