პოლიტიკა
ოპოზიცია რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართავას ამზადებს
ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად დოკუმენტის ტექსტზე მუშაობენ, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას შეეხება.
მიმართვის ტექსტზე შეჯერების შემდეგ ის საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.
,,ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა მუშაობს დოკუმენტის ტექსტზე, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მორიგი ხელყოფის ფაქტს. კერძოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთების რუსეთის არმიის მიერ მიერთებას.
ეს ცხადია, სიტუაციას არსებითად არ ცვლის, მაგრამ ხაზს უსვამს ფაქტს იმისა, რომ ანექსია გრძელდება’’, - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.
თავსი მხრივ, როგორც ,,საქართველოს ევროპელი დემოკრატების’’ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიმ აღნიშნა, რუსეთი ოკუპაციიდან გადადის ანექსიის რეჟიმში.
,,მეზობელი ქვეყანა ოკუპაციიდან გადადის ანექსიის რეჟიმში. სახელმწიფო ამ მომენტში არის სრულიად უნიათო და არანაირ მოქმედებებს არ აწარმოებენ. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი გეგმა მოქმედებების. აქედან გამომდინარე, მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას’’, - აცხადებს პაატა დავითაია.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარადავა კი ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ნაკლებად ახსენებენ.
,,შეგნებულად თუ შეუგნებლად საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთს თავი კომფორტულად ეგრძნო და ყველა საერთაშორისო ფორმატზე მისთვის არ შეეხსენებინათ საქართველო. ცხადია, შედეგად მივიღეთ ის რაც ხდება, რომ ახსენებენ უკრაინას, მაგრამ ნაკლებად არის ნახსენები საქართველო საერთაშორისო ფორმატებში’’, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


