უკან

სამართალი

6 ნოემბერი, 2018 14:50
font-size

ოთარ ფარცხალაძის მიერ განხორციელებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას - პროკურორი

ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, 5000-ლარიანი გირაო ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გარდა ინციდენტის დროს მის თანხმლებ პირს, მიხეილ ჩოხელსაც შეეფარდა.

„აღნიშნული საქმე შეეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ - ცენტროში“ მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სცემეს ლაშა თორდიას,“ - განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის მიერ განხორციელებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, რის გამოც მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერს ჩაინიშნა.

„ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცემის შედეგად ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. აქედან გამომდინარე, პროკურატურის მიერ ლაშა თორდია დაზარალებულად იქნა ცნობილი და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ 5000 - 5000 ლარის ოდენობით გირაო. მინდა მოგახსენოთ, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2018 წლის 20 დეკემბერს,“ - განაცხადა პროკურორა ემზარ გაგნიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება კონკრეტულად ელ ცენტროში მომხდარი ინციდენტის მოტივს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ის არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი.

,,ამ საქმის რეალური მიზეზი არის ყოფითი. ეს არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინცინდენტი. ერთმნიშვნელოვნად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურა პოლიტიკური პროცესებისგან არის სრულიად დეპოლიტიზირებული. ჩვენ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ვიძიებთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში.

რაც შეეხება იმ ვერსიას, რომელზეც დაზარალებული საუბრობდა, რომ თითქოსდა აუდიტის დასკვნა გახდა მიზეზი, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ საკითხთან მიმართებითაც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დასკვნით ფაზაშია უკვე გადასული. აღნიშნულ საქმეშიც ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები. ჩვენი ინფორმაციით, ისინი უახლოეს მომავალში დადებენ დასკვნას,“ - განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი