უახლესი ამბები
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
სამართალი


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს საუბუთები დაუწუნა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის ასარჩევ კონკურსში წარდგენილი ექვსი კანდიდატურა განიხილა. კომიტეტმა დაადგინა, რომ ხუთი კანდიდატის: იგორ კოპალიანის, ამირან ზენაიშვილის, შოთა ქადაგიძის, ცისმარი ონიანის და მარიამ ცისკაძის საბუთები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო გრიგოლ გაგნიძის საბუთები არ შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს.
იგორ კოპალიანის კანდიდატურა წარდგენილია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებები საზღვრების გარეშეს“ და „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის“ მიერ, ამირან ზენაიშვილის კანდიდატურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ, შოთა ქადაგიძის კანდიდატურა ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დამცველისა“ და ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ, ცისმარი ონიანის კანდიდატურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, მარიამ ცისკაძის კანდიდატურა შპს „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის“ მიერ, ხოლო გრიგოლ გაგნიძის კანდიდატურა ა(ა)იპ „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ მიერ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანდიდატების სიას სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიას და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს.
პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩაატარებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის დაწყებამდე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს გააცნობს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის თანამდებობაზე კონკურსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 30 დეკემბერს გამოაცხადა. კანონმდებლობით, კანდიდატების შერჩევა ხდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.
თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო 2016 წლის 30 დეკემბრიდან 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტისთვის წარედგინა საბჭოს წევრობის არაუმეტეს სამი კანდიდატურა.
სხდომის დასასრულს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის წევრებს ოპოზიციური ფრაქციებიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მათ, „სურვილის შემთხვევაში, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე“ შეუძლიათ ჩაერთონ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. მისივე თქმით, განცხადება ამის შესახებ კომიტეტის ერთ-ერთ წინა სხდომაზე უკვე გაკეთდა და ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები თითქოს მათთვის არავის შეუთავაზებია სამუშაო ჯგუფში გაწევრიანება, სიმართლეს არ შეესაბამება.
საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
19 იანვარი, 2021 , 12:10

გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
19 იანვარი, 2021 , 12:10

ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
19 იანვარი, 2021 , 12:10

პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
19 იანვარი, 2021 , 12:10

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა
18 იანვარი, 2021 , 16:10

ივანიშვილის ბანკირის თაღლითური საქმიანობა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში განიხილება
18 იანვარი, 2021 , 16:10