უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
არქივი
მსოფლიო
პენტაგონი სირიაზე დარტყმების ვარინტების წარმოსადგენად მზადაა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისის განცხადებით, პენტაგონი უკვე მზადაა ,სავარაუდო ქიმიურ დარტყმაზე საპასუხოდ, სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად.
ჟურნალისტების კითხვაზე ნახეს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სავარაუდო ქიმიურ თავდასხმაზე პრეზიდენტ ასადის დასადანაშაულებლად, მატისმა უპასუხა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ დაზვერვის მონაცემებს სწავლობენ.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის ტერიტორიაზე განხორციელებულ ქიმიურ შეტევაში აშშ-მ და პარტნიორმა ქვეყნებმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დაადანაშაულეს.მათ განაცხადეს, რომ ამაზე საპასუხო ზომებს მიიღებდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომხდარზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინსა და ირანის ხელისუფლებას დააკისრა, თუმცა რუსეთმა ქიმიური შეეტევის ფაქტი უარყო.
ცირა გურგენიძე