სამართალი
პოლიციის 9 ყოფილი თანამშრომელი მათ სამსახურიდან გათავისუფლებას ბერა ივანიშვილს აბრალებს
ძველი თბილისის პოლიციის 9 ყოფილი თანამშრომელი მათი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ბერა ივანიშვილს ასახელებს.
მათი მტკიცებით, პოლიციელები სამსახურიდან ერთდროულად მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ყოფილი პრემიერმინისტრის შვილის მეგობარი დააკავეს. დაკავების მიზეზი ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირება იყო.
ყოფილი პოლიციელების განცხადებით, დაკავებული ბერა ივანიშვილის მოთხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.
სწორედ ამ ფაქტის გამოძიებასა და მათი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების დადგენის მოთხოვნით პოლიციელთა ასოციაციის წევრებმა მთავარ საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართეს და შესაბამისი განცხადება შეიტანეს.
პოლიციელთა ასოციაცია 9 სამართალდამცველის გათავისუფლების საქმის გამოძების დაწყებასაც ითხოვს.
,,დაიწყოს გამოძიება ძველი თბილისის პოლიციის თანამშროლების უკანონოდ გათავისუფლების და შსს-ის მაღალჩინოსნების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადატემების ფაქტზე. გათავისუფლებულ იქნა ერთ საღამოს 9 პოლიციელი. მათ დააკავეს ადამიანი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ბერა ივანიშვილის ახლობელი და მისი ჩარევის შედეგად მოხდა იმ პიროვნების გათავისუფლება და მოქმედი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა პოლიციელმა.
ნინო ექვთიმიშვილი