უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ოქტომბერი, 2018 16:15
font-size

პრემიერმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის უმაღლესი დონის პრიორიტეტია და ამ პროცესში ევროპელი მეგობრების მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან შეხვედრისას განაცხადა.

აღინიშნა, რომ საქართველო განხორციელებული რეფორმებით და მიღწეული პროგრესით აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და მომავალ წელს, ინიციატივის 10 წლის იუბილის სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, ასევე მაღალი დონის ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრა ნოემბერში ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გაიმართება. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ მაღალი დონის ურთიერთობებს, პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან გამართულ შეხვედრებს და მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას.

მამუკა ბახტაძემ კარლ ჰარცელს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე კომპლექსურ რეფორმებზე, მათ შორის განათლების სექტორში დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებზე. პრემიერმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ Erasmus-ის პროგრამის დაფინანსება საქართველოსთვის იზრდება და განაცხადა, რომ ეს სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ განათლების დონის ამაღლებას ასევე ხელს შეუწყობს ევროპული სკოლა, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

ხაზი გაესვა ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელების პროცესს, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

პრემიერმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ევროკავშირის როლზე აღნიშნული ვითარების დაძლევის საქმეში, ასევე - საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

„ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის“ - ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშვილი არ შეხვდება

10 მაისი, 2024 , 18:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც მომდევნო კვირაში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ, არ შეხვდება. მიზეზად პაპუაშვილმა ორშაბათს და სამშაბათს დაგეგმილი მესამე

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგარი ადამიანების უკანონო დაშინება - ბრიტანეთის საელჩო

10 მაისი, 2024 , 17:33

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყენაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ

დიმიტრი სამხარაძე ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს - ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს, ის იყოს უკანასკნელი კაცი, შენ გინდა, ბიჭო, შვილი რომ მომიკლა?

10 მაისი, 2024 , 17:05

24 საათიც არ დამჭირდა, გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი. გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-სთან, რომელიც „გირჩის“ წევრია. ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტ

ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს - თეა წულუკიანი

10 მაისი, 2024 , 13:17

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას საფრანგეთში ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ. როგორც თეა წულუკიანი წერს, დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და

პრემიერი არის არალეგიტიმური - ლევან ხაბეიშვილი

10 მაისი, 2024 , 12:38

პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება, - ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაო

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - სალომე ზურაბიშვილი

10 მაისი, 2024 , 12:24

ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი