უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აპრილი, 2017 15:10
font-size

პრეზიდენტის ცოლის ძმას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ცოლის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში წერია, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ბრაუნინგის კონსტრუქციის 1922 წლის მოდელის 7.65 მმ-იანი კალიბრის პისტოლეტი ერთი მჭიდით, მასში მოთავსებული 1900 წლის ნიმუშის 7.65მმ კალიბრის ერთი ცალი ვაზნით. ასევე, მიხეილ მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ამოიღეს ქარხნული წესით წარმოებული, 1934 წლის 7.65 მმ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაკეთებულია 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად.

როგორც მგალობლიშვილის დამ, მაკა ჩიჩუამ განაცხადა, ბრალდებულმა იარაღის გადაფორმება ვერ მოასწრო.

„მამამისი რომ გარდაიცვალა 3 თვის წინ და წამოიღო იმ სახლიდან, მან ვერ მოასწრო უბრალოდ გადაფორმება. ეს მისი ბრალი არ იყო“, - განაცხადა ჩიჩუამ.

ჩიჩუას თქმით, იარაღი უვარგისია და უფრო სამუზეუმო ექსპონატად გამოდგება.

სასამართლოს განცხადებით, ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დაადასტურა იარაღის შენახვა-ტარების ფაქტი, თუმცა მიუთითა რომ ისინი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან.

მგალობლიშვილის ადვოკატის, გიორგი ბებიაშვილის თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„მოსამართლემ არ გამოიყენა ჩემ მიერ შუამდგომლობაში დაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მინიმალურ სასჯელზე ისევ სასჯელის ჩამოკლებას. ისევ მიმდინარეობს საპროცესოს მოლაპარაკება შეთანხმებაზე და არაა გამორიცხული, რომ შემდგომში საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს“, - განაცხადა ბებიაშვილმა.

მგალობლიშვილი 2017 წლის 11 იანვარს დააკავეს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის., რაც 4-დან 6- წლმადე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანა მებურიშვილი

გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

10 მაისი, 2024 , 17:23

"გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე", - წერს სოციალურ ქსელში "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.  “მეორედ ჩამისაფრ

დააზიანეს ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ფასადზე შეურაცხმყოფელი პლაკატებია გაკრული - „სტუდია მონიტორი“

10 მაისი, 2024 , 12:55

დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები - ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრათ

10 მაისი, 2024 , 10:51

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის მაისში, 2 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესა

პრემიერ-მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 მაისი, 2024 , 12:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დ

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, ამ დღეს მინდა, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა ვუსურვო - შალვა პაპუაშვილი

9 მაისი, 2024 , 11:55

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი