უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მარტი, 2017 17:50
font-size

პრეზიდენტთან გვქონდა საუბარი შესაძლო ვეტოზე - ხოშტარია ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტთან დღევანდელი საკონსულტაციო შეხვედრა შეაფასა, სადაც ახლად მიღებული ე.წ. მოსმენების კანონი განიხილებოდა. მისი თქმით, „ევროპული საქართველოსა“ და პრეზიდენტის შეხედულებები ამ თემაზე ერთმანეთს ემთხცვევა.

ხოშტარიას განცხადებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი მოქალაქეებზე ფარულ მოსმენებს გააძლიერებს.

„ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან კონსულტაცია ე.წ. მოსმენების კანონზე. აქ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული წუხილები გვაქვს და აქ ემთხვევა ჩვენი პოზიციები პრეზიდენტის პოზიციებს. ეს კანონი არსებითად არღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ეს კანონი მწვანე შუქს უნთებს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას, ადამიანების უკანონო მოსმენასა და, შესაბამისად, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. ჩვენ გვქონდა საუბარი შესაძლო ვეტოზე და პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების სემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.

ანა მებურიშვილი

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მომხრე ვარ, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა - ირაკლი ღარიბაშვილი

11 მაისი, 2024 , 15:42

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მომხრე ვარ, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, - ეს განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. "მე, რა

„ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის“ - ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშვილი არ შეხვდება

10 მაისი, 2024 , 18:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც მომდევნო კვირაში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ, არ შეხვდება. მიზეზად პაპუაშვილმა ორშაბათს და სამშაბათს დაგეგმილი მესამე

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგარი ადამიანების უკანონო დაშინება - ბრიტანეთის საელჩო

10 მაისი, 2024 , 17:33

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყენაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ

დიმიტრი სამხარაძე ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს - ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს, ის იყოს უკანასკნელი კაცი, შენ გინდა, ბიჭო, შვილი რომ მომიკლა?

10 მაისი, 2024 , 17:05

24 საათიც არ დამჭირდა, გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი. გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-სთან, რომელიც „გირჩის“ წევრია. ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტ

ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს - თეა წულუკიანი

10 მაისი, 2024 , 13:17

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას საფრანგეთში ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ. როგორც თეა წულუკიანი წერს, დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და

პრემიერი არის არალეგიტიმური - ლევან ხაბეიშვილი

10 მაისი, 2024 , 12:38

პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება, - ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი