უახლესი ამბები
- 10.12.2019 21:56N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს
- 10.12.2019 17:15კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის
- 10.12.2019 16:05„ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“ - ნათია თურნავა
- 10.12.2019 15:40პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
- 10.12.2019 15:40მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე
- 10.12.2019 15:40საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო
- 10.12.2019 15:102020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი
- 10.12.2019 15:10საჭიროა მინიმუმ 1.3-1.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც მარტივი არ არის , თუმცა შესაძლებელია - ირაკლი კოვზანაძე
- 10.12.2019 15:102020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება
- 10.12.2019 15:102020 წელს მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გაეზრდება პირდაპირი სარგებელი ბიუჯეტიდან - ივანე მაჭავარიანი
არქივი
სამართალი


პროკურატურა გივი თარგამაძის საქმეზე ბრალდებულის გათავისუფლებას გაასაჩივრებს
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული, დავით ხეჩუაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, იოსებ ხუციშვილმა.
მისი თქმით, დაზარალებულისთვის საქმის მასალების გაცნობას აქვს შესაბამისი პროცედურები და გამოძიებამ ამ შემთხვევაში გამოიჩინა კეთილი ნება, რათა გაეცნო გივი თარგამაძისთვის საქმის მასალები მიუხედავად საპროცესო ვადებისა.
,,ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი ვადები, რა დროს უნდა გააცნოს დაზარალებულს საქმის მასალები და როდესაც დაზარალებული გამოხატავს ინიციატივას, ჩვენ გამოვიჩინეთ კეთილი ნება, რათა გავაცნოთ საქმის მასალები. საქმის მასალების ნაწილს გივი თარგამაძე უკვე გაცნობილია, გუშინ კი დაგვიკავშირდა მისი ადვოკატი, რათა დღეს მომხდარიყო დანარჩენი ნაწილის გაცნობა“, - განაცხადა იოსებ ხუციშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება გამტყუნების მიუხედავად თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული ბორის ჩაგუნავას გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.
„საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ბორის ჩაგუნავა დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მას სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც პირობით მსჯავრად ჩაეთვალა და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი. აღნიშნულ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება. დღეს მივიღეთ დასაბუთებული გადაწყვეტილება და მისი გაცნობის შემდეგ აუცილებლად კანონის ვადაში გავასაჩივრებთ. არ ვეთანხმებით განაჩენს იმ მოტივით, რომ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიიდან და ჩაგუნავასგან ამოღებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი მსუბუქია“, - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისათვის: გასული წლის ოქტომბერში, გმირ კურსანტთა ქუჩაზე გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულმა ბორის ჩაგუნავამ წაყენებული ბრალი აღიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაგუნავა სრულად სცნო დამნაშავედ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც შეეცვალა 6-წლიანი პირობითი გამოსაცდელი ვადით. სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ბოლნისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
10 დეკემბერი, 2019 , 12:15

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 23 ფიზიკური პირი ამხილა, საიდანაც 11 პასუხისგებაში მისცეს
10 დეკემბერი, 2019 , 11:55

ქალი ყელში დაჭრეს – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ლ. კ.
10 დეკემბერი, 2019 , 10:15

ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავეს
10 დეკემბერი, 2019 , 10:15

სოფელ დირბში მკვლელობის ფაქტზე მოკლულის ნათესავი დააკავეს
9 დეკემბერი, 2019 , 13:55
არღვევს თუ არა კანონს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
9 დეკემბერი, 2019 , 12:05