უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 აპრილი, 2017 11:30
font-size

პროკურატურამ დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა გაუთქმელობის პირობის მოხსნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ, გიორგი მამალაძის ადვოკატების მოთხოვნა გაუთქმელობის პირობის მოხსნასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

უარის შემდეგ დაცვის მხარე სტარსბურგის სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას, რომელზეც ადვოკატები არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” ერთად იმუშავებენ.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი’’ აპირებს ახლო მომავალში მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენ მაქსიმალურად ჩართულები ვიქნებით ამ საკითხში’’, - აღნიშნა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, ცენტრის იურისტები დეკანოზის მონახულებას ციხეში დღეს გეგმავენ.

ამასთან, ფანცულაიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გიორგი მამალაძეს ღვთისმსახურება შეუჩერეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ნინო ექვთიმიშვილი

განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

25 სექტემბერი, 2020 , 17:40

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია

ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ხსნის

25 სექტემბერი, 2020 , 17:40

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების უფლებების ოფისი (ODIHR) ხსნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. „ეუთოს დემოკრატიული

ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

25 სექტემბერი, 2020 , 14:45

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. „25 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის

პროკურატურამ მტკიცებულების ფალსიფიკაციას და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დავით ფურცხვანიძე დააკავა

25 სექტემბერი, 2020 , 14:29

გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მო

„დიდუბის“ მეტროსადგურთან აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატების ნებართვის გარეშე განთავსების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

25 სექტემბერი, 2020 , 12:05

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ერთი პირი

საქართველოში უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის სამი - თბილისში

25 სექტემბერი, 2020 , 12:05

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.