უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 ივლისი, 2017 14:15
font-size

პროკურატურამ ორი პოლიტპატიმრის და ერთი ყოფილი სამართალდამცველის განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა პოლიტპატიმრების: ბახვა სტურუას და ბექა პეტრიაშვილის, ასევე ერთი ყოფილი სამართალდამცავის ვასილ კვერნაძის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

2011 წლის 21 მაისს, ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ბახვა სტურუა მეგობართან ერთად ავტომანქანით ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ისინი გააჩერეს შსს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მხოლოდ იმ მოტივით, რომ ბახვა სტურუა იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური მოძრაობის წევრი და მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, დააკავეს სრულიად უკანონოდ და მისი მსჯავრდების მიზნით ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი“.

2011 წლის 01 დეკემბერს, ბახვა სტურუას მიმართ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მისი საპატიმროდან გათავისუფლება მხოლოდ 2013 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის მიერ მისი პოლიტპატიმრად ცნობის შემდეგ მოხერხდა.

სამართალდამცავების მხრიდან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი აღმოჩნდა ასევე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ბექა პეტრიაშვილი, რომელსაც პოლიციის თანამშრომლებმა პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორების მიზნით მოუწყვეს ხულიგნობის ინსცენირება და დააკავეს უკანონოდ.

კერძოდ, 2011 წლის ივლისში, შსს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ, წერეთლის გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან თითქოსდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულ იქნა ბექა პეტრიაშვილი, რომლის მიმართაც საქმეზე შეკრებილი იქნა ყალბი და გამოგონილი მტკიცებულებები - დაიკითხა სამი ცრუ მოწმე. განახლებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ე.წ მოწმე დაკავების მომენტისთვის საერთოდ არ იმყოფებოდა დაკავების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ბექა პეტრიაშვილის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ერთ-ერთი მოწმე კ.ჯ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმეზე ასევე შეკრებილი იქნა ბექა პეტრიაშვილის მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულის სხვა გამომრიცხავი მტკიცებულებები.

2011 წლის 06 დეკემბერს, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ბექა პეტრიაშვილი უკანონოდ იქნა გასამართლებული და მას მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი საპატიმროდან გათავისუფლება მხოლოდ პოლიტპატიმრის სტატუსის შეძენის შემდეგ მოხდა.

რაც შეეხება ყოფილ სამართალდამცავს ვასილ კვერნაძეს, მას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, რომლის თანახმადაც მან 2009 წელს საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკის ჩატარების დროს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ წამოიღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოვლინდა აქამდე უცნობი სრულიად ახალი გარემოებები, რომელიც გამორიცხავს ვასილ კვერნაძის ბრალეულობას და დგინდება გამოძიების მწარმოებელი ორგანოს -შსს იმჟამინდელი გენერალური ინსპექციის ცალკეული თანამშრომლების დაინტერესება მის უკანონოდ მსჯავრდებასთან დაკავშირებით.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ყველა მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

პროცესი, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, უწყვეტად მიმდინარეობს და მას შეუქცევადი ხასიათი ექნება. დღეის მდგომარეობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 27 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 9 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი