უკან
სამართალი
2 ნოემბერი, 2017 15:40
,,ქართული მარშის“ წევრების სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა (ვიდეო)
ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი 30 ნოემბერამდე გადაიდო. პროცესის გადადების მოტივი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება გახდა.
დაკავებული შვიდი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო დარბაზში ხმაური იყო. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას "ქართული მარშისა" და პატრულის წარმომადგენლებს შორის.
ასევე გაიმართა კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ჭელიძის სასამართლო პროცესი, რომელსაც თავად ჭელიძე არ ესწრებოდა. ცნობილია, რომ ის ფიზიკური დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.