უახლესი ამბები
- 22.09.2023 18:04ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით
- 22.09.2023 17:53უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი
- 22.09.2023 17:31კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი - CITYZEN Central Park თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება
- 22.09.2023 17:26ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 17:21ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა
- 22.09.2023 17:141 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა
- 22.09.2023 16:52სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 16:22თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა
- 22.09.2023 15:51ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი
- 22.09.2023 13:24საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთი პირი ამხილა
არქივი
მოზაიკა

რა უნდა ვიცოდეთ ნერვის ანთების შესახებ
ნერვის ანთება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც მძაფრი და გაუსაძლისი ტკივილები ახლავს თან. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რაიმე სახის ტრავმა, ტოქსიკური მოწამვლა, ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებები, ასევე, ხერხემლის მალთა-შორის თიაქარი, შაქრიანი დიაბეტი და დაქვეითებული იმუნიტეტი. ნერვის ანთების სიმპტომებია:
● ტკივილი,
● დაბუჟება,
● მოძრაობის შეზღუდვა.
ნერვის ანთება სხეულის სხვადასხვა ნაწილში შესაძლოა განვითარდეს. ყველაზე ხშირია:
● მხრის ნერვის ანთება - ამ დროს ადამიანს უჭირს ხელის მოძრაობა და შესაბამისად, საქმის კეთებაც. მხრის ნერვის ანთებას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს - მაგალითად, შესაძლოა ეს იყოს სამშობიარო ტრავმა. გარდა ამისა, ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს სპორტული აქტივობის დროს. ავტოსაგზაო შემთხვევა, დაცემა და სხვადასხვა ტიპის ტრავმა კი მხრის ნერვის ანთების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია.
● იდაყვის ნერვის ანთება - შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკურმა აქტივობამ, ტრავმამ და მყესის დაზიანებამ, ასევე დაჭიმულობამ ან ანთებამ. მისი გამომწვევი მიზეზებია ასევე: არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის დროს ზეწოლა, არასწორად მორგებული თაბაშირის ან ფიქსატორის ზეწოლა, უბედური შემთხვევები და სხვ.
● კისრის ნერვის ანთება - ამ დროს ხერხემლის ზედა ნაწილის მალთაშუა დისკი განიცდის დეგენერაციასა და ნერვს აწვება. დეფორმირებული დისკი ეხება და აღიზიანებს ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვულ ფესვებს, რასაც შესაბამისი ადგილის ფუნქციის მოშლამდე მივყავართ.
როგორ ავიცილოთ თავიდან ნერვის ანთება?
ნერვის ანთების დროს აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან. თუ საქმე ნევრიტთან გაქვთ, უნდა დადგინდეს ნერვის დაზიანების ჭეშმარიტი მიზეზი და დაინიშნოს ამ მიზეზის წინააღმდეგ მიმართული მკურნალობა. ნერვის ანთების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება, ასევე ეცადეთ, რომ ერთ მდგომარეობაში დიდხანს არ გაჩერდეთ, რადგან არასწორად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა - ამ პრობლემის პროვოცირებას იწვევს. ამ დაავადების პრევენციისთვის ასევე რეკომენდებულია ვარჯიში და მცირე ფიზიკური დატვირთვა.

„ცისკარი გარდენში“ Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება - ღონისძიების სპონსორია SOLO X
19 სექტემბერი, 2023 , 15:39

SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია
14 სექტემბერი, 2023 , 10:38

რა დაგეხმარებათ წარმატებული ბიზნესის დაწყებაში
4 სექტემბერი, 2023 , 17:33

რიშარ გალიანომ თბილისში მეშვიდე კონცერტი გამართა
24 მაისი, 2023 , 14:45

ლეგენდარული რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს
23 მაისი, 2023 , 13:20

თბილისის 26-ე ჯაზფესტივალი სტენლი კლარკის კონცერტით დაიხურა
12 მაისი, 2023 , 15:52