უკან

კონფლიქტის ზონა

10 იანვარი, 2019 15:20
font-size

რატომ არაა გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა ამ მკვლელ-ნაძირლებზე? - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტების ვენესუელაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„რატომ არაა გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა ამ მკვლელ-ნაძირლებზე და რატომ უნდა გადაკვეთონ უპრობლემოდ სატრანზიტო ზონები ევროპა -ამერიკის თუნდაც აეროპორტებში? ერთი ქილა კონსერვის მოპარვაზე მშიერ ადამიანებს ციხეებში ალპობენ და ამათ ტერიტორიის ოცი პროცენტი მოგვპარეს, მეტი რა უნდა დაეშავებინა ვინმეს?

ეს ძალიან ცუდი რამ ხდება იმ გაგებითაც, რომ აღნიშნული კრიმინალები პირად ურთიერთობებში შევლენ მინიმუმ ლათინური ამერიკს უამრავ ლიდერთან, რომლებიც ინაუგურაციაზე ჩადიან. მოგეხსენებათ პირადი კონტაქტი დიდ პოლიტიკაში ხშირად გადამწყვეტია. მოსკოვი ისედაც აქტიურად მუშაობს თავის მოკავშირე სამხრეთ ამერიკასთან ამოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე და აჰა ახალი ბურთი თუ მოედანი მათთვის. აქ თესეთ მარიხუანა“, - წერს ნათელაშვილი.

ცნობისთვის - რუსეთს მიერ ოკუპრებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი იმყოფებიან კარაკასში, სადაც დღეს დაესწრებიან ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას.

საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში ცნო ვენესუელის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი