არქივი
მსოფლიო
რეჯიფ ტაიფ ერდორანმა ჰოლანდია ბანანის რესპუბლიკას შეადარა
ჰოლანდიასა და თურქეთს შორის დიპლომატიური სკანდალი გრძელდება. ნიდერლანდებში თურქეთის ორი მინისტრის არშეშვების ფაქტს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯიფ ტაიფ ერდოღანი გამოეხმაურა. მან ჰოლანდია ბანანის რესპუბლიკას შეადარა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ნიდერლანდებს ევროკავშირთან საერთო არაფერი არ აქვს. მისი მთავრობის ქმედებები ბანანის რესპუბლიკისას ჰგავს, მსოფლიო ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ღირებულებების უხეში დარღვევის მოწმე გახდა“, - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანი ევროპას ჰოლანდიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.
თურქეთსა და ჰოლანდიას შორის კონფლიქტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც შაბათს როტერდამში ჩასულ თურქეთის საგრეო საქმეთა და ოჯახის საკითხებისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრებს დიასპორასთან შეხვედრის უფლება არ მიეცათ. თურქ პოლიტიკოსებს შეხვედრა უნდა გაემართათ 16 აპრილს თურქეთში დაგეგმილ რეფერენდუმთამ დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებების გზით პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაფართოებას.
ჰოლანდია მეოთხე ქვეყანაა ავსტრიის, შვეიცარიისა და გერმანიის შემდეგ, რომელმაც თურქეთს უარი უთხრა სააგიტაციო შეხვედრების მოწყობაში.
ანა მებურიშვილი