უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 თებერვალი, 2026 15:23
font-size

რეგიონში აშშ-ის ბაზები სამიზნედ გადაიქცევიან, თუ ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ზომებს მიიღებს – ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

ირანის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელმა ალი ლარიჯანიმ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ თუ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, რეგიონში მდებარე მისი სამხედრო ბაზები სამიზნე გახდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის რეჟიმი ცდილობს ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლას.

ალი ლარიჯანიმ, ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (SNSC) მდივანმა, აღნიშნული განცხადებები ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ოთხშაბათს ყატარში შეხვედრის ფარგლებში შედგა.

„თუ აშშ დაგვესხმება თავს, ჩვენ სამიზნედ ავიღებთ მის სამხედრო ბაზებს რეგიონში,“ – განაცხადა ირანის უმაღლესმა უსაფრთხოების წარმომადგენელმა.

ინტერვიუს სხვა ნაწილში მან აღნიშნა, რომ „ყატარი დადებით როლს ასრულებს შუამავლობის კუთხით [თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვულ მოლაპარაკებებში].“

„მოლაპარაკებებს საკუთარი გზა აქვთ და მათ შეუძლიათ შედეგის მოტანა, თუ რეალიზმითა და ურთიერთპატივისცემით წარიმართება,“ – განაცხადა მან და დაამატა, რომ „სარაკეტო პროგრამა განხილვის საგანი არ არის.“

„არავის მოუცია ჩვენთვის ბირთვული ტექნოლოგია; ის საკუთარი შიდა ძალისხმევით მოვიპოვეთ,“ – განაგრძო მან.

ლარიჯანიმ ასევე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტზე და განაცხადა, რომ „ისრაელი ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის საბოტაჟს და ეძებს საბაბებს ომის გასაღვივებლად.“

„ბირთვული პროგრამის გარდა სხვა საკითხებზე მოლაპარაკება არ იქნება. ამ თემაზე ვაშინგტონთან საერთო პოზიცია გვაქვს, რომ ჩვენ ბირთვულ იარაღს არ ვფლობთ,“ – თქვა მან მოგვიანებით.

„ვაშინგტონისგან კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია და რაც ომანში მოხდა, იყო შეტყობინებების გაცვლა,“ – განაგრძო მან.

„ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გრძელდება და რეგიონის ქვეყნები ცდილობენ, რომ ეს დიალოგი წარმატებული იყოს. ჩვენი პოზიცია მათ მიმართ დადებითია,“ – დასძინა მან.

„აშშ მოლაპარაკებებში ჩართვით რაციონალურ გზას დაადგა.

გამდიდრების სრული შეწყვეტის შესახებ საუბარი არ არის, რადგან ის გვჭირდება ენერგეტიკისა და სამედიცინო წარმოების სფეროებში,“ – დაამატა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.

„ისრაელი ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის საბოტაჟს და ეძებს საბაბებს ომის კერის გასაღვივებლად. ისრაელი მხოლოდ ირანის წინააღმდეგ არ მოქმედებს, არამედ მთლიანი რეგიონის სტაბილურობასაც უქმნის საფრთხეს,“ – განაცხადა მან ბოლოს.

ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

17 თებერვალი, 2026 , 14:50

ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის ბირთვული შეთანხმების შ

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან

17 თებერვალი, 2026 , 13:35

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან. მათი ცნობით, ღამის განმავლობაში 400-მდე დრონი და რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო-სამხედრო ძალების წარმომადგენლის ცნობით, გამთენ

ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი

17 თებერვალი, 2026 , 13:11

დღეს ჟენევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამერიკის ქმედება. სწორედ მათ წამოაყენეს დიალოგის აღდგენის მოთხოვნა. ეს დიალოგი, თავის დროზე, მათივე ქმედებების და თავდასხმების გამო შეწყდა. მიუხედავად ამისა, თვით ეს მოთხოვნაც უკვ

მე ირიბად ჩავერთვები ირანთან მოლაპარაკებებში და ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - დონალდ ტრამპი

17 თებერვალი, 2026 , 10:29

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანსა და აშშ-ს შორის თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სამშაბათს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ირიბად ჩაერთვება. შეთანხმების პერსპექტივებთან დაკავშირებით კ

ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება - დონალდ ტრამპი

13 თებერვალი, 2026 , 10:15

ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება, ეს სხვა ისტორია იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ჩვენ უნდა დავდოთ შეთანხმებ

ირანისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ აშშ-სთან ნებისმიერი შეთანხმება რეგიონულ პარტნიორებთან ნდობის გამაძლიერებელ ნაბიჯებს დაუკავშირდეს, ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია - ჰაკან ფიდანი

12 თებერვალი, 2026 , 17:02

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა: „ირანისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ აშშ-სთან ნებისმიერი შეთანხმება რეგიონულ პარტნიორებთან ნდობის გამაძლიერებელ ნაბიჯებს დაუკავშირდეს. ეს ბალანსი ძალიან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი