უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

27 იანვარი, 2017 18:35
font-size

რომან კაკულია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იანის ზლამეცს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, მთავრობის ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და მათი განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს. რომან კაკულიამ და იანის ზლამეცმა განიხილეს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის მომავალი მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილული ერთერთი მთავარი საკითხი ურბანიზაციისა და ენერგოეფეტურობის სფეროები იყო, სადაც, ელჩის თქმით, ლატვიას კარგი გამოცდილება აქვს და მისი გაზიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს აღნიშნული მიმართულებების განვითარების კონცეფიის ამსახველ დოკუმენტაციას მიაწოდებენ. გარდა ამისა, საქართველოს ურბანიზაციისა და ენერგოეფექტურობის სფეროს კვალიფიციური ექსპერტები ეწვევიან, რომლებიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტსა და შესაბამის სტრუქტურებს ლატვიის გამოცდილებას გაუზიარებენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაკეთებული არჩევანის მოტივაციის შესწავლისა და გაანალიზების მიზნით, უახლოეს მომავალში შეხვედრა იმ ლატვიელ ინვესტორებთან გაიმართება, რომლებმაც ინვესტიციები საქართველოში უკვე განახორციელეს.

„ამ მოტივაციების გაანალიზება ჩვენ დაგვეხმარება სხვა პოტენციურ ინვესტორებთან საინვესტიციო პოლიტიკის განვითარებისთვის. ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით მრგვალი მაგიდის ორგანიზებაზე“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რომან კაკულიამ.

საკვანძო სიტყვები:

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი