უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ოქტომბერი, 2016 14:10
font-size

როტაციის პრინციპით შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდების შემოსვლა რუსეთის აგრესიის შემაკავებელი იქნება - თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ თუ როტაციის პრინციპით შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდი შევა, ეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ შემაკავებელი ფაქტორი იქნება.

ამის შესახებ შარაშენიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენი დაცვა შესაძლებელია, ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ შავი ზღვიდან. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ახლა ხმელეთიდან ჩვენი დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. გავიხსენოთ ომი. ომის დროს, როდესაც შემოვიდა ამერიკული სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში, მხოლოდ ამის შემდეგ შეჩერდა რუსული არმია. თუკი ნატო ნელ -ნელა მიხედავს შავ ზღვას, შავ ზღვაში თუ იქნება როტაციის პრინციპით ხშირად, ანუ შემოვა ნატო-ს ხომალდები, ეს იქნება ყველაზე უფრო სერიოზული შემაკავებელი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“,-აღნიშნა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს კონტინგენტის გაძლიერებაზე შეთანხმება მიღწეულია.

მისი თქმით, 6 ქვეყნის მონაწილეობით გაიზრდება ალიანსის სახმელთო, საზღვაო და საჰაერო ძალების კონტინგენტი.

მონიკა დავლიანიძე

„არაფერი იქნება, ეს არის ჩვეულებრივი ბოლი, ყველა მიიღებს მისაღებს“ - კახა კალაძე 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე

30 სექტემბერი, 2025 , 13:51

არაფერი იქნება. ეს არის ჩვეულებრივი ბოლი - თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოს გაბედავს, კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება. ყველა მიიღებს მისაღებს! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების&ld

ბურჭულაძე, 4 ოქტომბერს, არჩევნების გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას როგორ აპირებს, მოგვიყვეს, თუ არ შეუძლია სიტყვებით გადმოგვცეს, გვიმღეროს - დავით მათიკაშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 17:12

პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა, 4 ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარებას როგორ მოახერხებენ და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა ,,ოცნებას` მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას - პაატა ბურჭულაძე

29 სექტემბერი, 2025 , 16:41

4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამ

„რუსთავი 2“ რამდენიმე დღეა დამდევს და ეძებს ჩემს” - პაატა ბურჭულაძე ბაჩო ახალაიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მასთან შეხვედრის მიზეზს განმარტავს

29 სექტემბერი, 2025 , 14:00

„რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბაჩო ახალაიასთან და მის შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ახალაიასთან შეხვედრის მიზეზს განმარტავს. ის გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის მიერ

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე

25 სექტემბერი, 2025 , 15:23

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ჩვენ ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდენთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხ

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე

25 სექტემბერი, 2025 , 12:58

„ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს და დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია, ვინაიდან „ამი