პოლიტიკა
რუსეთი ცდილობს შთანთქას ოკუპირებული ტერიტორიები - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, შეაფერხოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში და ამისთვის ხელთ არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა.
„საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებითა თუ სხვადასხვა პროგრამით; განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზაციით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში; მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა, გამოხატული, როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე, მავთულხლართების და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე; ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა გამოხატული როგორც მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვაში და ეთნიკური ნიშნით ყოველგვარ უფლებლივ დისკრიმინაციაში, ასევე, ქართული სოფლებისა და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ასრულებს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ცდილობს, აღადგინოს ურთოიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან.
ანა მებურიშვილი
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


