უკან
სამართალი
26 იანვარი, 2017 15:00
რუსთავში ორი მაღაზია გატეხეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე წუხელ ორი მაღაზია გატეხეს.
დილით ადგილზე მისულ მფლობელებს წიგნების მაღაზია „ლიბრასა“ და მის გვერდით მდებარე ტანსაცმლის მაღაზია „ტისუს“ კარი გატეხილი დახვდათ.
არსებული ინფორმაციით, წიგნების მაღაზიიდან წაღებულია 700 ლარამდე თანხა. რაც შეეხება ტანსაცმლის მაღაზიას, იქ თანხა არ ინახებოდა და შესაბამისად, არაფერი წაუღიათ.
ნინო ექვთიმიშვილი