უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მაისი, 2018 12:15
font-size

რუსული მითი, რომ ის არაფერ შუაშია აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებებთან, ჩვენ სამართლებრივად უნდა დავამარცხოთ - თეა წულუკიანი

ჩვენთვის უმთავრესი აგვისტოს ომის საქმეზე არის ის, რომ სამართლებრივად დავადასტუროთ და ეს ევროპულმა სასამართლომ გაიზიაროს, რომ ცხინვალის რეგიონში 8 აგვისტოდან დღემდე რუსეთი ახორციელებდა და ახორციელებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ეფექტურ კონტროლს, ვიდრე 8 აგვისტომდე; რომ ოკუპაცია მიმდინარეა კვლავაც, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომის შესახებ მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ სამართლებრივად ერთობლივი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაამარცხოს რუსეთის ის არგუმენტი, თითქოს ის არაფერ შუაშია და თუ ცხინვალის რეგიონში რამე მოხდა, ეს საქართველოს სახელმწიფოს ბრალია, ანდა იქ მყოფი დე ფაქტო ოფიციალური ორგანოების ბრალი შეიძლება იყოს.

,,23-ში ჩვენ საქმე გვაქვს სამართლებრივ დავასთან, რაც გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის სერიოზულობას მოითხოვს, რადგან იქ ნებისმიერი რამ შეიძლება მეორე მხარემ გამოიყენოს.

მაგალითად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში (2008 წელს რომ შევიდა საჩივარი სტრასბურგში, 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა) 2017 წლამდე რუსეთი ჩვენ გვსაყვედურობდა იმას, რომ გორში 12 აგვისტოს ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ ქართველების გამოგონილი ამბავია, რომ ეს საერთოდ ასე არ მომხდარა და რომ ის ფოტომასალა, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლანდიაშიც, ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმიდან გამომდინარე არსებობს, არის ფოტოშოპი. ჩვენი ძალიან სიღრმისეული მუშაობის შედეგად ჩვენ 2017 წელს მივაკვლიეთ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერის“ ერთ ნაწილს, ნამსხვრევებს და უკვე რამდენიმე კვირის წინ, აპრილის ბოლოს, მოვიპოვეთ, დაახლოებით, 800 კგ იმავე „ისკანდერის“ დანარჩენი ნაწილები. მათზე, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ ეს ნამდვილად ეს იარაღია, რომ ეს ნამდვილად ნაწარმოებია მოპასუხე სახელმწიფოს − რუსეთის ფედერაციის, მიერ და რომ რეალურად ვერანაირ ფოტოშოპზე საუბარი ამ სამართლებრივ დავაში ვერ იქნებოდა.

ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს ჰოლანდიური გამოძიების შედეგები, ჩვენივე გამოძიების შედეგები, გვაქვს საექსპერტო დასკვნები და მატერიალური მტკიცებულება, ნივთმტკიცება, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიგნებული და მოპოვებული. ჩვენ მივმართეთ ჰააგის სასამართლოს ექსპერტიზისთვის მაშინვე, როგორც კი „ისკანდერის“ პირველი ნაწილები მოვიპოვეთ. ეს ექსპერტიზა ჩატარდა. ჰააგის სასამართლოდან ჩვენ მტკიცებულებაც გვაქვს წარდგენილი 23 მაისის სხდომისთვის, რომ რეალურად სისხლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტებმა ამ „ისკანდერს“, და არა რომელიმე სხვა იარაღს, ჩაუტარეს ექსპერტიზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ბევრი სხვა მტკიცებულება − რადარების მონაცემები, სადაც ცალსახად ჩანს, ვიზუალურად ჩანს, რომ ქართულ სივრცეში ამ პერიოდში მხოლოდ რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და იქ ქართული შენაერთები საერთოდ არ იყვნენ. ჩვენი საჰაერო სივრცე მთლიანად ყოველდღიურად, არა რომელიმე ერთ დღეს, იყო მოცული რუსული სამხედრო თვითმფრინავებით. ბრმა უნდა იყო ან არ გინდოდეს, რომ ეს დაინახო. ჩვენ, ასევე, გვაქვს სეისმოლოგების დასკვნები; გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა, რომელიც გაეგზავნა რუსეთის ფედერაციას, და იმის მტკიცებულებაც გვაქვს, რომ ჩაბარდა; რომ საქართველომ 10 აგვისტოს, გამთენიისას, ცეცხლი შეწყვიტა“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე