უკან

რეგიონები

6 ივნისი, 2024 13:08
font-size

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ მუშაობა დროებით შეჩერებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამო (მდინარე დევდორაკზე დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების საფუძველზე, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს) საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ მუშაობა დროებით შეჩერებულია.

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

საფრთხის მოხსნის შემდეგ (ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე) საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა

30 იანვარი, 2025 , 20:39

საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ, სადაც კარვებია გაშლილი, საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდნენ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების&ldquo

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია სრულდება

29 იანვარი, 2025 , 12:53

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, ადგილზე გა

ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

17 იანვარი, 2025 , 21:58

ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ სააგენტო ipn  იტყობიმება.  მესხიშვილის თეატრთან, სადაც კონცერტი მიმდინარეობს, აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ კონცერტზე მისული მსმენე

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

4 ნოემბერი, 2024 , 12:02

საქართველოში გამთენიისას ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები პირველად 04:08 საათზე თბილისიდან 51 კილომეტრში, ქალაქ დმანისთან

ფოთში უამინდობის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

21 ოქტომბერი, 2024 , 10:49

ფოთში უამინდობის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. ფოთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას. „აღნიშნულიდან გამომდინარ