უკან
სამართალი
20 თებერვალი, 2017 17:45
საბრალდებო დასკვნაში მითითებულია შორენა თეთრუაშვილის სახელი - დეკანოზის ახალი ადვოკატი
საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის სახელი, - განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ახალმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მას გაუთქმელობის ხელწერილი დაწერილი არ აქვს.
,,საქართველოში არანაიარი უბედურება არ გვეწეოდა, არც გერმანიაში.
როდესაც განხორციელდა მამა გიორგის დაკავება, ის ბარგი, რომელშიც ამბობენ რომ აღმოაჩინეს, 6 საათის და 40 წუთის შემდეგ მიიტანეს იქ, სადაც იყო მამა გიორგი,’’ - აღნიშნა ადვოკატმა.
ნინო ექვთიმიშვილი