უკან

კონფლიქტის ზონა

22 მარტი, 2021 14:25
font-size

საჭიროა ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება კონფლიქტებთან მიმართებით — DRI

დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ საჭიროა შეიქმნას ახალი სტრატეგიული დოკუმენტი კონფლიქტებთან მიმართებით.

"ამ დოკუმენტის შექმნას მრავალთვიანი მუშაობა ედო საფუძვლად და მაშინდელი მმართველი ძალის ერთგვარ პასუხს წარმოადგენდა 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე. სტრატეგიის მიღებისთანავე, ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მისი რეალიზაცია გართულდებოდა და ვერც სათანადო შედეგებს მოიტანდა.

დღეს, სტრატეგიის მიღებიდან 11 წლის თავზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტმა დიდწილად მართლაც ვერ იმუშავა.

ამ ფონზე, სრულიად გაუგებარია, რატომ არ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სტრატეგიის რევიზია ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. მით უმეტეს, რომ განვლილი თერთმეტი წლის განმავლობაში, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა. ასე, მაგალითად:

2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დღემდე უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილის ფაქტობრივ ოკუპაციას ეწევა;

ორჯერ ადგილი ჰქონდა სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის (2016, 2020), რითაც რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა;

რუსეთმა დახვეწა და აქტიურად იყენებს რბილი ძალისა და ჰიბრიდული ომის ელემენტებს, როგორც უშუალო სამეზობლოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, 2010 წლის შემდეგ, მკვეთრად გაუარესდა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებიც.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეიცვალა მდგომარეობა - ძირითადად უარესობისკენ. თუ სტრატეგიის შემუშავებისას მთავარ გამოწვევად ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენდა, დღეს უკვე მათი ანექსიის ტენდენცია იკვეთება.

სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულა; პირიქით, ადამიანის უფლებების დარღვევა (სიცოცხლის ხელყოფაც კი), ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. განსაკუთრებული წნეხის პირობებში იმყოფება გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. ახალგორის რაიონი, ფაქტობრივად, ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის პირასაა.

კარგად გვესმის, რომ 90-იანი წლებიდან დაგროვილი, უაღრესად რთული პრობლემების გადაწყვეტა ერთიანად და სწრაფად ვერ მოხერხდება. ამასთანავე, მათ ეტაპობრივ მოგვარებას, საერთო ეროვნული ძალისხმევა და პრაგმატული მიდგომები ესაჭიროება. შესაბამისად, დროა, ხელისუფლებამ, საექსპერტო წრეების ჩართულობით, დაიწყოს კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული და ასახული იქნება ის განსხვავებული მდგომარეობები, რომლებიც შექმნილია, ერთის მხრივ, აფხაზეთში და მეორეს მხრივ, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში;

დაუპირისპირდება, როგორც ოკუპაციას, ასევე, ანექსიურ პროცესებს (ამ პროცესში, შესაძლოა, ადგილზე მოკავშირეებიც ვიპოვოთ);
ოკუპაციასთან ერთად, არანაკლებ ყურადღებას დაუთმობს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას; უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასავლური ინსტიტუტების მეტ შეღწევადობას; ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე და არა მათ გარე სამყაროსგან იზოლაციაზე; ცალკე და პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფს ახალგორისა და გალის რაიონებს." – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი