უკან
სამართალი
16 ნოემბერი, 2017 14:00
სადახლოზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
8 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის, კ.ნ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 4,100 კილოგრამი ხურმა აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,264 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4,264 ლარის ოდენობით შეეფარდა.