უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 იანვარი, 2018 13:40
font-size

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები ეროვნულ ბანკთან აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები შეხვდნენ, რათა მათი დახმარებით პრობლემის გადაჭრის გზა მოძებნონ.

მეანაბრეების ინფორმაციით, კიდევ ერთმა დაზარალებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ შექმნილი ვითარება ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ არასწორ რეფორმებს დაუკავშირა.

„დღეს შევიკრიბეთ ეროვნული ბანკის წინ, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ პროტესტი ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ ხისტ და არასწორ რეფორმასთან დაკავშირებით, რამაც შედეგად მოგვცა რამდენიმე გაკოტრებული კომპანია, თაღლითები ციხეში და ამავდროულად ათასობით დაზარალებული და ათობით გარდაცვლილი ადამიანი. მათ შორის, უმრავლესობამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. დღეს აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგებინოთ ეროვნულ ბანკს ჩვენი ხმა. დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტში, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენა ჰქონდა, ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე და შემდგომ კულისებში იყო საუბარი, რომ ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას ამ ხისტი პოლიტიკისგან მიღებული მძიმე შედეგების გამო. ისინი გარკვეულწილად იღებდნენ პასუხისმგებლობას ამ არასწორი რეფორმის გამო. დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა შევხვდეთ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და მოვისმინოთ პასუხები“, -თქვა ტუსკაძემ.

მეანაბრეთა ნაწილი ეროვნული ბანკის შენობაში შევიდა ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მოთხოვნით. იმის გამო, რომ იქ შესვლას აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ცდილობდა, ხოლო დაცვის თანამშრომელმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მისცეს ამის შესაძლებლობა, მეანაბრეებსა და პოლიციას შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.

ეროვნული ბანკიდან გამოსულ აქციის მონაწილეთა თქმით, მათ რამდენიმე წუთში გააგებინებენ, თუ ვის შეხვდებიან.

ანა მებურიშვილი

გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

10 მაისი, 2024 , 17:23

"გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ... ჰაერში ვისროლე და დავემუქრე", - წერს სოციალურ ქსელში "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.  “მეორედ ჩამისაფრ

დააზიანეს ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ფასადზე შეურაცხმყოფელი პლაკატებია გაკრული - „სტუდია მონიტორი“

10 მაისი, 2024 , 12:55

დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები - ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრათ

10 მაისი, 2024 , 10:51

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის მაისში, 2 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესა

პრემიერ-მინისტრმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 მაისი, 2024 , 12:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დ

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, ამ დღეს მინდა, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა ვუსურვო - შალვა პაპუაშვილი

9 მაისი, 2024 , 11:55

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი