უკან
სამართალი
12 ივლისი, 2017 18:50
საია პოლიტიკოსებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს
ოთარ აბესაძის საქმეზე გაკეთებული არაერთი განცხადება არღვევს მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას და ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ, - აცხადებენ ახალგზარდა იურისტთა ასოციაციაში.
საია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, რომ სახელმწიფო უწყებების მსგავსად, მათაც პატივი უნდა სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებებს და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად.
განცხადების სრული ვერსია იხლიეთ მოცემულ ბმულზე
შეგახსენებთ, რომ სუს-მა თბილისის მერიის შტატგარეშე თანამშრომელი, ოთარ აბესაძე ქრთამის აღებისთვის დააკავა.