უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 აპრილი, 2018 12:40
font-size

სახალხო დამცველის ანგარიშში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა საკმაოდ კრიტიკულადაა შეფასებული-ნაზი ჯანეზაშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვის 2017 წლის მდგომარეობის თაობაზე სახალხო დამცველის ანგარიში იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

როგორც საბჭოს სხდომის დაწყებამდე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის ანგარიშში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა საკმაოდ კრიტიკულადაა შეფასებული.

„სახალხო დამცველის ანგარიში ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ვფიქრობ, რომ იმ ეროვნული ინსტიტუტის რეკომენდაციები, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ ვიცით, რომ წარსულში არაერთი საჩივარი იყო წარმოდგენილი დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლეების მიმართ, თუმცა ხშირ შემთხვევაში უმაღლესმა საბჭომ ეს საჩივრები არ გაითვალისწინა, მასში გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები არ იქნა აღქმული შესაბამისად. ყურადღება გასამახვილებელია საკითხებზე, რომელიც ეხება იუსტიციის საბჭოს საქმიანობას. საკმაოდ კრიტიკულადაა შეფასებული საბჭოს საქმიანობა და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი მსჯელობა იქნება კონსტრუქციული. საბჭო თუ არ იქნება თვითკრიტიკული, ვერ იზრუნებს გაუმჯობესებაზე.“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილი მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მზაობას, რომ ანგარიშში დასმულ საკითხებზე საბჭოს ფორმატში იმსჯელონ.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი