უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 აგვისტო, 2017 18:27
font-size

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს:

,,2017 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელ ლ.ღ.-ს და მის თანმხლებ ი.ღ.-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ობიექტის დაცვის 15-20 თანამშრომელმა, შედეგად ლ.ღ.-მ და ი.ღ.-მ სხეულს სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. მოცემულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-4 განყოფილება.

უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევის სიახლოვეს რამდენიმე ბანკი და საკრედიტო დაწესებულებაა განთავსებული და მიმდებარე ტერიტორია ვიდეოკამერების მეშვეობით კონტროლდება, თუმცა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა არ მოხდეს ვიდეო ჩანაწერების საქმეზე დართვა, ვინაიდან, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება ნაკლებად მძიმე დანაშაულზე მიმდინარეობს.

მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო შეზღუდვამ ხელი არ უნდა შეუშალოს ეფექტიან და გონივრულ ვადებში გამოძიების წარმართვას და დამნაშავე პირების გამოვლენას, მითუმეტეს, რომ დაზარალებულებმა რამდენიმე პირის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს საგამოძიებო ორგანოებთან.

მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა შესაძლო ღონისძიება გაატაროს ამ ინდივიდუალური დანაშაულის გამოსავლენად, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას: დანაშაულთან ბრძოლასა და მის შემდგომ პრევენციას, მოქალაქეთა ფიზიკურ უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებათა დაცვას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის საქმეზე დროულად ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ობიექტური გარემოებების დადგენისა და დამნაშავე პირების დასჯის მიზნით.“ - ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი