უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 დეკემბერი, 2019 22:21
font-size

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს ზურაბ ყურუას და შ.პ.ს „კუნძულის“ დირექტორს იგორ ღურჯიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებმა ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9102139.71 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222.81 ლარით ნაკლები სამუშაო.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე მუშაობის დროს ი.კ.-მ და ამავე მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა ზ.ყ.-მ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და შ.პ.ს. ,,კუნძულის“ დირექტორის ე.ღ.-ს უპირატესობა მიანიჭეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებმა - ი.კ.-მ და ზ.ყ.-მ, ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9102139.71 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222.81 ლარით ნაკლები სამუშაო.

აღნიშნული ქმედებით ი.კ. და ზ.ყ., სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ე.ღ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 359 222.81 ლარის უკანონოდ დაუფლებაში დაეხმარნენ, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ი.კ. და ზ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25. 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ე.ღ.-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი