უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 მაისი, 2018 15:05
font-size

სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ გარდაცვალების ორი ფაქტი - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი. მისი თქმით, გამოძიება ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს.

„სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ გარდაცვალების ორი ფაქტი. რა თქმა უნდა, გამოძიების საქმეა, ზუსტად დადგინდეს , რა ვითარებაში და რის გამო დადგა ეს ფაქტი. შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ისეთ ფორმატში, რომ ის განიხილავს ყველა ვერსიას და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით ერთი რომელიმე ვერსიით. ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი, რომელსაც სრულად მოვფენთ ნათელს უახლოეს პერიოდში", - თქვა გახარიამ.

მინისტრის თქმით, არსებობს საიტი, რომლის მეშვეობით ნარკოტიკული საშუალების ონლაინშეძენა ხდება. გახარიამ განაცხადა, რომ საიტი დაბლოკილია, თუმცა სხვადასხვა ხერხის საშუალებით მაინც ხერხდება იქ შესვლა.

„ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი საიტი არსებობს. მეორე, ამ საიტთან დაკავშირებით ჩვენ კომუნიკაციის მარეგულირებელთან ერთად უკვე ვიმუშავეთ და ეს საიტი დავბლოკეთ. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არსებობს სხვადასხვა გზა, გვერდის ავლით იგივე საიტზე მოხვედრის. ჩვენ ამ პროცესში ვართ დღესაც. იმ ელექტრონული სივრცის, სადაც მსგავსი დანაშაული ხდება, სრულად გაკონტროლება სამწუხაროდ, დღევანდელი ტექნოლოგიების დონეზე შეუძლებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა ჩვენ ყოველთვის, როდესაც ასეთი ინფორმაცია გადის, სწრაფი რეაგირება გვაქვს, ისევე, როგორც ამ საიტთან დაკავშირებით. მინდა, მოგახსენოთ, რომ მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ჩვენ ერთხელ უკვე დავბლოკეთ ეს საიტი. ამ საიტის ძირითადი კომპონენტი დაბლოკილია, თუმცა ხდება გვერდის ავლით, სხვადასხვა საშუალებებით ამ საიტზე მოხვედრა", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ბოლო დღეები მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში ახალი ნარკოტიკი, „აბაზანის მარილი“, იგივე მეფედრონი გავრცელდა..

გუშინ მედიანიუსს შსს-ში დაუდასტურეს 21 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა, უკავშირდება ეს თუ არა ნარკოტიკულ ინტოქსიკაციას, ექსპერტიზა დაადგენს.

საკვანძო სიტყვები:

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი