უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

11 მარტი, 2025 21:08
font-size

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა, ორი კი უკანონო პატიმრობაში რჩება - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია - სუს-ი

10 სექტემბერი, 2025 , 18:16

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს. უწყების ცნობით, კორაშვილი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

9 სექტემბერი, 2025 , 17:25

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მა

2008 წლის ომის შედეგებს მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა - სახალხო დამცველი

7 აგვისტო, 2025 , 12:45

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 17 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, – ამის შესა

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი

2 ივლისი, 2025 , 19:36

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

18 ივნისი, 2025 , 15:11

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს. „გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაშ

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა) დააკავეს

17 ივნისი, 2025 , 17:57

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა) დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა) დააკავეს. ოფიციალური ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო მოხდა დაკავებ