უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
კომენტარი


საპარლამენტო უმცირესობის მიერ კახა კალაძის პარლამენტში დაბარება მათი შიდა თემების გადაფარვის მცდელობაა - მამუკა მდინარაძე
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის მიერ კახა კალაძის პარლამენტში დაბარება ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე შიდა თემების გადაფარვის მცდელობაა.
„აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. საზოგადოების თითოეულ წევრს ამ დღეების განმავლობაში დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია. შესაბამისად, ეს მოთხოვნა არის მათი შიდა თემების გადაფარვის მცდელობა და ამიტომ არის არარელევანტური“, - განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმცირესობა ”გაზპრომის” საკითხზე ენერგეტიკის მინისტრ, კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს.
"ჩვენ ვიმსჯელეთ, რომ უმცირესობის ფორმატით ვითხოვოთ შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ამას ალბათ უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ მთავრობას", - განაცხადა უმცირესობის წევრმა, გიგი წერეთელმა.
ცნობისათვის: ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. ხელშეკრულება ორწლიანია. პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21