უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
სამართალი
საქალაქო სასამართლომ რჩეულიშვილების ქონების 41 ერთეულს მოუხსნა ყადაღა
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის დამფუძნებლ;ების ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩაიბარა, სადაც წერია, რომ ყადაღა რჩეულიშვილების უძრავი ქონების 41 ერთეულს მოეხსნა.
ამასთან, როგორც ცუცქირიძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, ყადაღის მოხსნის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის ძალაში, თუკი მას მხარეები არ გაასაჩივრებენ.
დაცვის მხარე კი, სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას მეორე ინსტაცნიაში აპირებს, შესაბამისად ბრძანება ყადაღის მოხსნის შესახებ ძალაში ვერ შევა.
„ყადაღა 41 უძრავ ქონებას მოეხსნა. მაგრამ, აქვე მინდა გავნმარტო, რომ ეს განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა მხოლოდ დაპატმრების ნაწილში, ანუ თავისუფლების აღკვეთის ნაწილში. რაც შეეხება ყადაღის მოხსნას, ეს კანონიერ ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გავა გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, და თუ მას არც ერთი მხარე არ გაასაჩივრებს. თუ განაჩენს დაცვის ან ბრალდების მხარე გაასაჩვრებს, განაჩენი კანონიერ ძალაში ვერ შევა და ყადაღა ჩვეულებრივად დარჩება ქონებებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ“,-აღნიშნა ცუცქირიძემ.
მონიკა დავლიანიძე