პოლიტიკა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებად შეაფასა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზთან ხანძარსაწინაარმდეგო ხნულების გავლების შესახებ. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.
„ოკუპანტი ძალის ქმედებები - ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია ძაბავს ვითარებას და პრობლემას უქმნის რეგიონში სტაბილურობას.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მტკიცედ უნდა დაიგმოს, რათა შეჩერდეს მცოცავი ოკუპაცია.
ქართველი ხალხი არასდროს შეეჩვევა და შეეგუება ამ ისტორიულ უსამართლობას - საქართველოს ოკუპაციას“, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
1-ელ აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სოფელ არცევთან ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლების შესახებ. ფეისბუკპოსტის თანახმად, სამუშაოები დღეიდან დაიწყება და 18 აგვისტომდე გასტანს. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს თქმით, ხნულების გავლება პროფილაქტიკურ ხასიათს ატარებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


