უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
პოლიტიკა
საქართველოს ვიზის ლიბერალიზაცია წარმოადგენს ევროპის პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და უკრაინის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე კომენტარი გააკეთა ბრიუსელში, სადაც იგი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის მიერ ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცისთვის მიწერილ წერილსაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ წერილით დადასტურდა, რომ ვიზის ლიბერალიზია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული პოლიტიკისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია.
„წერილით, რომელიც გასაჯაროვდა, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას. საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ის წარმოადგენს ევროპის პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და დარწმუნებული ვარ ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერით, როგორც არის გამოხატული უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ეს პროცესი მალე დასრულდება,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი