უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 ივნისი, 2022 11:18
font-size

უზენაესმა სასამართლომ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა

საქართველიოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საჩივარი, კანონიერ ძალაში დარჩა ბათილად ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორ ნინო ჭელიძის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, რითაც ცენტრმა აპლიკანტ თამარ კიკაჩეიშვილს უკვე მეორედ უთხრა უარი ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა აპლიკანტთან ყველა ინსტანციის სასამართლო წააგო.

თამარ კიკაჩეიშვილმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ სამივე ინსტანციის სასამართლო 2017-2019 წლებში, პირწმინდად მოიგო. სწორედ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, მისი აღსრულების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა თამარ კიკაჩეიშვილი განმეორებით მიიწვია კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე. თამარ კიკაჩეიშვილის მოთხოვნით, მოხდა გასაუბრების მთელი პროცესის აუდიო-დაოქმება და გასაუბრება აპლიკანტმა წარმატებით დაასრულა, თუმცა მიღებული საბოლოო შედეგის (54,3 ქულა) საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით, მან თითქოსდა ვერ დააგროვა დაფინანსებისთვის საჭირო ქულათა რაოდენობა.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორ ნინო ჭელიძის გადაწყვეტილება დაეფუძნა დირექტორისა და კომისიის რამდენიმე წევრის პირად შეხედულებას, რაც გამოწვეული გახდა თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ პიროვნული შეუთავსებლობით და მის წინაშე არსებულ პრობლემაზე სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საკითხის გასაჯაროვების გამო. ცენტრმა მიღებული გადაწყვეტილებით აპლიკანტი ისევ დასაჯა. ორგანიზაციის მიმართ გამოგზავნილ წერილში მიღებული გადაწყვეტილება განმარტებულია, როგორც „დისკრეციული უფლებამოსილების“ ფარგლებში მიღებული აქტი, რაც იმ პირობებში, რაზეც იმსჯელა სასამართლოებმა, სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია. ნინო ჭელიძის პირადი ანგარიშსწორების შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილს ისევ უარი ეთქვა ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე, რაც კვლავ გასაჩივრდა სასამართლოში და ამჟამად, სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებით, ნინო ჭელიძის გადაწყვვეტილებები უკანონოდ და დაუსაბუთებლადაა ცნობილი.

მეტიც, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის არგუმენტების საპასუხოდ განაცხადა, რომ მართალია, კონკურსანტთა შეფასებისას კომისია მოქმედებდა შეფასების თავისუფალი სივრცის ფარგლებში და დაუშვებელია სასამართლოს მიერ კომისიის ფუნქციების შეფასება, თუმცა შემფასებლის მიხედულება უკიდეგანო არ არის მის ფარგლებში უფლებამოსილების გადაჭარბება ან არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია. შემფასებლის უფლებამოსილება შებოჭილია დადგენილი კრიტერიუმებით, რომელთათვის იმანენტურია სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი. სასამართლო იცავს რა შეფასების თავისუფალ სივრცეს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტის აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. ამდენად, კონკურსის ჩატარების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კონტროლი ფორმალურ ხასიათს არ ატარებს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გადასინჯვა და სასარჩელო წარმოებით უფლების დაცვა ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. კონკურსის შედეგად პირის შეფასება არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილება ნინო ჭელიძის პირად, შურისძიებით და სიძულვილით მოტივირებულ გადაწყვეტილებად შეაფასა და ადმინისტრაციულ ორგანოსთან ახალი დავა დაიწყო. ორგანიზაციამ დაამტკიცა, რომ ნინო ჭელიძე უკანონოდ მოქმედებდა და დევნიდა აპლიკანტს, რაც მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დასმის წინაპირობას იძლევა. იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თამარ კიკაჩეიშვილს უკანონოდ ეთქვა უარი აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით სწავლის საფასურის - 44 695 აშშ დოლარისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების - 22 073 აშშ დოლარის დაფინანსებაზე, გასაუბრების მეორე ეტაპზე, რომელიც მხოლოდ ფორმალურ მხარეს წარმოადგენს კონკურსანტთან ურთიერთობაში, დაფინანსების გაცემაზე უარი სრულიად შოკისმომგვრელი და სასამართლოს გადაწყვეტილების აშკარა უპატივცემულობა აღმოჩნდა.

თამარ კიკაჩეიშვილმა 2017 წლის 26 აპრილს ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტის განვითარებადი მედიის შესწავლის სამაგისტრო პროგრამაზე. მას მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უნივერსიტეტმა სტიპენდია გამოუყო, ხოლო დარჩენილი თანხის მოპოვების მიზნით, მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ „სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018“ კონკურსში. თამარ კიკაჩეიშვილმა წარმატებით გადალახა კონკურსის ორი ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპზე, საკონკურსო კომისიის მხრიდან მიიღო დაბალი შეფასება და უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე. აპლიკანტის კომისიასთან შემდგომი კონტაქტის შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილის გადაეცა შეკითხვები, კრიტერიუმები და შეფასება. აღმოჩნდა, რომ ერთი მსგავსი შეკითხვის გარდა, თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ არც ერთი სხვა შეკითხვა გასაუბრებაზე დასმული არ ყოფილა. მისი შეფასება ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, არ მომხდარა.

შესაბამისად, მხარემ მიმართა სასამართლოს დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტების ბათილად ცნობაზე და დარღვეული უფლებები აღიდგინა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა კი აპლიკანტი ისევ დაჩაგრა.

ცნობისთვის: თამარ კიკაჩეიშვილმა ბოსტონის უნივერსიტეტმა კვლავ მიიღო საგამონაკლისო დაშვება, მას გადაუვადა სწავლის დაწყების თარიღი და შეუნარჩუნა გაცემული სტიპენდია. თამარ კიკაჩეიშვილი არის ჟურნალისტი და მედიის სპეციალისტი, პრესტიჟულ გამოცემებთან და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. თამარ კიკაჩეიშვილის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელლმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა.

ორგანიზაცია მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულების პროცესს დააკვირდება.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი