პოლიტიკა
საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთის პოლიტიკასთან გამკლავებაა - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები დაკავშირებულია რუსეთის აგრესიასათან, რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან და მის მეზობლებთან ურთიერთობასთან.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ორი თარიღი - 2007 წელს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა მათი პრივილეგირებული შეხედულებები და მათი ინტერესები წარმოადგინეს მეორე ტარიღი - რუსეთში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. როდესაც მოვისმინეთ ახალი საგარეო პოლიტიკა, რომლითაც დაანონსდა ახალი, ცივი ომის კონცეფცია.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთი და მის მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან გამკლავებაა, რომელიც აწარმოებს ჰიბრიდულ, პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
,,ეს არის სამომავლო გამოწვევა ჩვენთვის, რომელიც მიმართული არ არის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის წინაარმდეგ, იგი ზოგადად სამომავლო გამოწვევაა, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ჰიბრიდული ომების წიინააღმდეგ.
უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოს პროპაგანდული ომის წინაშეა და ამ პროცესის საშუალებით ცდილობს განხეთქილება შეიტანოს საზოგადოებაში, სოციალური მედიისა და სხვა მედია ფორმატის გამოყენებით.
რუსეთი ამ პროპაგანდისტული ომის წარმოებისას ირჩევს ქვეყანაში არსებულ პრობლემას, ახდენს საზოგადოებისა და გარემოს რადიკალიზაციას მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვერ დავუთმობთ ჩვენს დემოკრატიას და ჩვენ ერთად ამ საკითხთხებთან დაკავშირებით უნდა ვქმნიდეთ ჩვენ ერთობლივ გზავნილებს," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტი არ საუბრობდა ღიად საკუთარი ინტერესების გამოხატვაზე მის სამეზობლოში, მაგრამ ამის შემდეგ, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგინა ხედვა სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არის ცივი ომის ახალი კონცეფცია.
პრეზიდენტის განცხადებით, ცივი ომი ნიშნავს შეიარაღებული დაძაბულობას და პროქსის ფორმატით ომის წარმოებას. შესაძლებელია ცივ ომთან დაკავშირებით ძველი დრო დაგვიბრუნდეს. უნდა მოხდეს საქართველოს და სხვა პროდასავლური ქვეყნების დაცვა. თუ გავინდა, რომ კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ, უნდა მოხდეს ძალიან სწრაფი მოქმედება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დისკუსიისას, რომელიც დღეს ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის შეკრების ფარგლებში გაიმართა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
30 იანვარი, 2026 , 19:12
ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - საბა ბრაჭველი
30 იანვარი, 2026 , 14:00
ეს არის ემოციურად დაზიანებული ხალხი, რომელსაც ავტომატურად ეწყებათ ზიზღის და სიძულვილის ფრქვევა - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:16
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 13:05
მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული - შალვა პაპუაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:22
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
30 იანვარი, 2026 , 12:11


