უკან

სამართალი

21 ოქტომბერი, 2019 14:10
font-size

სასამართლომ აქიმიძე-დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და რუსთავი 2-ს ყადაღა დაადო

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ სასამართლომ დვალისა და აქიმიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

“სასამართლოდან დამირეკეს, დღე კარგად დაიწყო

რუსთავი 2-ის საქმეზე 2 ახალი ამბავი გვაქვს:

1. აქიმიძის და დვალის სარჩელი მიღებულია წარმოებაში

2. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და რ2-ის 60% წილს დაედო ყადაღა.” – დაწერა კახა კოჟორიძემ ფეისბუქში.

„სარჩელის შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელი არის თუ არა ფორმალურად გამართული. მტკიცებულებები, მოთხოვნები და ა.შ. შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის განსახილველად წარმოებაში მიღების შესახებ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნა სასამართლოს მიერ მიღებული ანუ, სარჩელი წარმოებაში მიიღო სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ განხილვაზე ვერ გვეტყვიან უარს. იქნება განხილვა. სასამართლო მოისმენს ჩვენს და მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებებს.

მეორე ამბავი, რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ სარჩელშივე გვქონდა დაყენებული შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ რადგანაც ვდავობთ 60 % წილზე, ამ 60 % წილს ყადაღა დადებოდა, რადგან არსებობდა იმის საშიშროება, რომ დავის დასრულებამდე ქიბარ ხალვაშს ეს გაეყიდა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობაც დააკმაყოფილა და „რუსთავი 2“-ის 60 % წილს ყადაღა დაედო. ჩვენ დღეს ჩავიბარებთ სასამართლოს ამ განჩინებას და შემდეგ საჯარო რეესტრში წავიღებთ და უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდება ყადაღა „რუსთავის 2“-ის 60 %-იან წილზე“, – უთხრა „ინტერპრესნიუსს“ კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი