უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 იანვარი, 2021 16:25
font-size

სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა - გოჩა ლორთქიფანიძე

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო 17 მოსამართლის შემადგენლობით. დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს. აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთს მიერ.

„ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. რაც შეეხება უშუალოდ მსჯელობას, ცალკეული მუხლების დარღვევებთან დაკავშირებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები, წამების აკრძალვა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველო პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რომ რუსეთი პასუხისმგებელია როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით 160 სამოქალაქო პირის დაკავების, ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. მეორე, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, კონვენციის მეხუთე მუხლი, რუსეთის სამხედრო ძალებისა და მის მიერ კონტროლირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებამ, აგრეთვე გამოიწვია ამ მუხლის დარღვევა. მესამე – მიმოსვლის თავისუფლება კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლი, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მერვე მუხლი და საკუთრების უფლება კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის.

„ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით ქართველი გამოძევებული იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და დღემდე ეზღუდება მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახის ცხოვრების დაცულობის უფლებები. მეოთხე – სიცოცხლის უფლება კონვენციის მეორე მუხლი, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევისთვის, რადგან არ გამოიძია ომის პერიოდში და მის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები, აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაზე აღსრულების ეტაპზე უკვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს ზედამხედველობას.

მეხუთე, რუსეთმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 38-ე მუხლი დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც ეხება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას. საქართველოს სახელმწიფოსგან განსხვავებით არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებოდა სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით დამატებით ფაქტების დადგენაში. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთს მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისათვის სამართლიანი დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად აქვთ ერთი წელიწადი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი