უკან

სამართალი

18 ოქტომბერი, 2017 17:05
font-size

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით შენახვის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში არაერთგზის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.კ. ერთ-ერთი თურქული სამშენებლო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და არაერთგზის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით შენახვის ფაქტზე დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 3 თებერვალს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ იქნა ორეტაპიანი ტენდერი თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტენდერში, სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთი თურქული სამშენებლო კომპანია, რომელმაც ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და 2016 წლის აგვისტოში მიიღო დისკვალიფიკაცია.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ი.კ. კომპანიის წარმომადგენლებს გაეცნო როგორც კვალიფიციური ადვოკატი, რომელსაც ჰქონდა ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და დაპირდა, რომ მათ კომპანიას გაამარჯვებინებდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ტენდერში გამარჯვების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ი.კ.-ს ავანსის სახით უნდა მიეღო 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

2016 წლის 2 დეკემბერს, ი.კ.-მ კომპანიის წარმომადგენელს წარუდგინა ტენდერში გამარჯვების დამადასტურებელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით შედგენილი ყალბი დოკუმენტი და გაწეული იურიდიული მომსახურების ავანსის სახით მოითხოვა და მოტყუებით დაეუფლა კომპანიის კუთვნილ 60 000 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ტენდერში გამარჯვება მოიპოვა სულ სხვა უცხოურმა კომპანიამ.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გამოძიებით და სასამართლო განხილვისას დადგინდა, ი.კ. არ ირიცხებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად და არ გააჩნდა საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.კ. დამნაშავედ სცნო და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ი.კ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი