უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 ივლისი, 2018 16:30
font-size

სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო სუბელიანისა და მორჩაძის მიმართ არსებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობდა.

მოსამართლემ პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვდა. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში, მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

თავის მხრივ, მირზა სუბელიანის ადვოკატმა სუბელიანის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 5 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა. როგორც ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, მირზა სუბელიანის პატიმრობაში დატოვება არის არასამართლიანი და არაადეკვატური.

სასამართლოს 20 000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა მერაბ მორჩაძის დაცვის მხარემ. ამასთან, ადვოკატის თქმით, მორჩაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ პრობლემები აქვს.

სასამართლომ ადვოკატების მიერ წარდგენილი არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული - სუბელიანი და მორჩაძე კვლავ წინასწრ პატიმრობაში რჩებიან.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავა. რაც შეეხება მერაბ მორჩაძეს, ის მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.

ნინო ექვთიმიშვილი

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი